30 დეკემბერი, 2025 11:21
საახალწლო ღონისძიება AIA-GESS-ში – პირველკლასელებმა მაყურებელს მიუზიკლი „საახალწლო მეჯლისი“ წარუდგინეს
გიმნაზია AIA-GESS-ში პირველკლასელების საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
გიმნაზიის მიერ 27 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა მაყურებელს წარუდგინეს მიუზიკლი „საახალწლო მეჯლისი“, რომელმაც დიდი აღფრთოვანება და გულწრფელი ემოციები გამოიწვია.
„სცენაზე გაერთიანდა მუსიკა, ცეკვა, თეატრალური ელემენტები და ბავშვების დაუვიწყარი ენერგია. ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი მხატვრული დონით, დახვეწილი მუსიკალური ნომრებითა და საახალწლო განწყობით, რომელმაც დარბაზი სითბოთი და სიხარულით აავსო.
სკოლა ულოცავს ნიჭიერ მოსწავლეებს წარმატებულ გამოსვლას და მადლობას უხდის მუსიკის პედაგოგს ასეთი შთამბეჭდავი პროექტის შექმნისთვის!“ – აცხადებენ AIA-GESS-ში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS