GE
31 ოქტომბერი, 2024 10:51

„სად გყავთ მასწავლებელი, არ არის კლასში? – ფრაზები, რომლებიც ყველა ახალგაზრდა პედაგოგს ესმის (ვიდეო)

თუ თქვენ 26 წლის ან უფრო ნაკლების ხართ და სკოლაში ასწავლით, ისტორიები სახელწოდებით „უფროსკლასელი მეგონეთ“ უცხო არ იქნება.

მერი თორთლაძე 26 წლის ახალგაზრდა პედაგოგია. სულ რაღაც 23 წლის იყო, როცა მასწავლებლად მაღალმთიან რეგიონში, ამბროლაურის რაიონში საკუთარი სურვილით წავიდა. ახლა მერი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისისა და რუისის პირველ საჯარო სკოლებში ფიზიკა-მათემატიკას ასწავლის.

ახალგაზრდა პედაგოგმა EDU.ARIS.GE-ის 31 ოქტომბერს უამბო, რომ ასაკის გამო ის დღემდე ბევრს ჰგონია უფროსკლასელი. ჩვენთან საუბარში მერი მხიარულად იხსენებს იმ ფრაზებს, რომლებიც მის მსგავსად ახალგაზრდა მასწავლებლებს ხშირად ესმით სკოლის მრავალფეროვან საზოგადოებაში.

პედაგოგი ასევე გვიზიარებს პოზიტიურ ვიდეოს, სახელწოდებით “როცა ახალგაზრდა მასწავლებელი ხარ”.

იხილეთ ვიდეო და ფრაზები:

@meritortladze

მეტი მხარდაჭერა ახალგაზრდა მასწავლებლებს✨ #მასწავლებელი #სკოლა #სწავლა #მათემატიკა #ფიზიკა #მოტივაცია #teacher #school #schoolhairstyles #math #physics #newteacher #motivation

♬ original sound – Hsubuibui – Hsubuibui

-„სად გყავთ მასწავლებელი, არ არის კლასში?!”

-„ბავშვებო, ახალი კლასელი გვყავთ?”

-„საკმარისად დიდი ხართ, რომ ასწავლოთ?”

-„თქვენც მოსწავლე მეგონეთ, უცებ”

-„ასეთი ლამაზი და ახალგაზრდა მასწავლებელი რომ მყოლოდა, მეც ვისწავლიდი”

„შვილო, ყველა მოსწავლე შევიდა კლასში, რატომ ხარ გარეთ?”

„სწავლა როდისღა მოასწარით?”.

პედაგოგმა გაგვიმხილა რას პასუხობს კითხვას: “შენ როდის ისწავლე, სხვას რომ ასწავლი?”. მისი პასუხი ასეთია: “მე დღემდე ვსწავლობ. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვგრძნობ როგორ გავიზარდე, როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. რა თქმა უნდა, ასაკიც მომემატა”.

ასევე იხილეთ:

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში