სად წავიდეთ ბავშვებთან ერთად – 2-8 აპრილი
ყველას გვიყვარს განტვირთვა და ყოველდღიური რუტინის დავიწყება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად შეიძლება ოჯახთან ერთად დაისვენოთ და ისიამოვნოთ. იმედი გვაქვს, EDU.ARIS.GE-ს რჩევები, თქვენი დასვენების წუთებს, სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლოსაც გახდის.
მოზარდ მაყურებელთა თეატრში საბავშვო სპექტაკლებს ითამაშებენ:
მიუზიკლი „ალადინი“
2 აპრილი – 13:00 საათი, 6 აპრილი – 12:00 საათი
„ალადინი“ ხალხური, სავარაუდოდ შუა აღმოსავლური წარმოშობის ზღაპარია და მრავალი ვერსიაც არსებობს ალადინისა და ჯადოსნური ლამპრის შესახებ.
ზღაპარი „წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი“
2 აპრილი – 16:00 საათი
„წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი“ ცნობილი მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის ორი ცნობილი და საყვარელი ზღაპარის, – „წითელი ფეხსაცმელები“ და „კალის ჯარისკაცი“, – მიხედვითაა შექმნილი.
მიუზიკლი „ურჩხული და ლამაზმანი“
3 აპრილი – 13:00 საათი, 7 აპრილი – 12 საათი
„ურჩხული და ლამაზმანი“ ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და რომანტიული გერმანული ზალხური ზღაპარია სიყვარულზე. ეს არის ამბავი უფლისწულზე, რომელსაც ჯადოქარი ურჩხულად აქცევს, ჯადოს მოხსნა კი მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.
„რწყილი და ჭიანჭველა“
3 და 5 აპრილი -14 საათი, 7 აპრილი – 12 საათი
„რწყილი და ჭიანჭველა“ ქართული ხალხური ზღაპარია, რომელიც რწყილისა და ჭიანჭველის დაძმობილების ამბავს მოგვითხრობს.
კინოთეატრ „ამირანში“ საბავშვო ანიმაციური ფილმები გავა:
„ზღარბი სონიკი“
2, 3, 4 და 5 აპრილი – 12:00, 14:30 და 17:00 საათი
„ზღარბი სონიკი“ სათავგადასავლო ანიმაციური ფილმია და მასზე ბავშვების დასწრება რეკომენდირებულია მშობლებთან ერთად.
„ცუდი ტიპები“
2 და 3 აპრილი – 14:15 და 17:30 საათი, 4 და 5 აპრილი – 12:30 და 17:30 საათი
„ცუდი ტიპები“ სათავგადასავლო ანიმაციური ფილმია და მასზეც რეკომენდირებულია, რომ ბავშვი მშობელთან ერთად დაესწროს.
კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
(თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 123ა)
2 აპრილს, 19:30 საათზე წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს, რომელიც გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრისა და მაესტრო ვახტანგ კახიძის პირველი კლაბორაცია იქნება. კონცერტის პროგრამაშია მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“, შუბერტის სიმფონია N 5 და არუთიუნიანის კონცერტი საყვირისა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს შეგიძლიათ ესტუმროთ სამშაბათიდან კვირის ჩათვლით 11:00- 18:00 საათამდე, თბილისში, უზნაძის ქუჩის N 51-ში. მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია სამედიცინო და არამარტო ამ დარგის ნიმუშები, რომელთაგან ყველაზე ძველი მოიცავს 16 მლნ წლის წინანდელ არტეფაქტს. მუდმივი საგამოფენო მასალა დაკომპლექტებულია ძვ.წ XIII საუკუნიდან მე- 20 საუკუნის მიჯნამდე დათარიღებული საექსპოზიციო ნიმუშებით. მუზეუმში ვიზიტის დროს კი თქვენ დაათვალიერებთ 330-მდე სახეობის ექსპონატს, რომელთა შორისაც იქნება ქართველი ხალხის მიერ ათასწლეულების წინ შექმნილ უნიკალურ არქეოლოგიური არტეფაქტები, მასალები მედეას ეპოქისა და კოლხურ-იბერიული მედიცინის შესახებ, ქართულ სამედიცინო ხელნაწერებს, საუკუნეების წინ ტრეპანირებულ ხელოვნურად და ბუნებრივად დეფორმირებულ, ბრძოლაში დაზიანებულ თავის ქალებს, უძველეს სამედიცინო იარაღებს და აპარატურას.
ზოოპარკ „ზოოტოპიაში“ ცხოველთა სამყაროსთან პირდაპირი შეხება გელოდებათ. ზოოპარკს 11:00 – 21:00 საათამდე ყოველდღიურად შეგიძლიათ ესტუმროთ „თბილისი მოლში”. „ზოოტოპიაში“ დაგხვდებათ ეგზოტიკური ცხოველები, შინაური ცხოველების ეზო, კატების ოთახი, აკვარიუმის ოთახი, რეპტილიები… გეძლევათ საშუალება, არა მარტო გაეცნოთ ცხოველების სამყაროს, არამედ შეეხოთ, მოეფეროთ და აჭამოთ.