GE
3 სექტემბერი, 2020 17:01

საერო საშუალო სკოლა „ლომისის 1“ სრულყოფილად არის მზად სასწავლო პროცესის დასაწყებად

საერო საშუალო სკოლა “ლომისი 1” სრულყოფილად არის მზად სასწავლო პროცესის დასაწყებად.

“ჩვენ დავიცავით ყველა რეკომენდაცია! საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 02 სექტემბრის N762313 ბრძანების საფუძველზე ჩვენი სკოლა სწავლას იწყებს 7 სექტემბერს.

ახლა დადგა დრო თქვენ შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია. გელოდებით დიდი სიყვარულით!

დაიცავით ყველა რეკომენდაცია! გთხოვთ, გაეცნოთ!

მოსწავლეების ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
  • დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა
    თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
  • დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების
    მოხვედრისას;
  • დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების
    შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
  • სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
  • არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:

  • ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
  • სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
  • ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად

სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა: თითოეული მოსწავლე ვალდებულია სკოლაში ატაროს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლი, რომელსაც სკოლა უზრუნველყოფს დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსებაზე”, – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება