საერო სკოლა „ლომისმა“ მოსწავლეთა მშობლების ნამუშევრების ონლაინ გამოფენა მოაწყო
საერო სკოლა “ლომისი 1-მა“ შემოგვთავაზა შემოქმედი მშობელების – თათია ჯაველიძის, მარი ტარიელაშვილის, ბელა უბილავას და ნატალია ინასარიძის ნამუშევრების ონლაინ გამოფენა, სადაც წარმოდგენილია სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების ფოტომასალა.
“გამოფენა უნდა მოგვეწყო სკოლაში, მაისის თვეში ჩატარებულ ხელოვნების კვირეულზე, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან და პრობლემებიდან გამომიდნარე ეს საუკეთესო, დიდი სიყვარულით შექმნილი ნამუშევრები გადმოვიტანეთ და გამოვფინეთ აქ. ამ სივრცეში შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ისიამოვნოთ იმ მშვენიერებით, რითაც გვატკბობს და სულს გვიამებს ხელოვნება. მომავალში, ჩვენ გავაფართოვებთ მშობელთა ნამუშევრების ონლაინ გამოფენას, რომელიც მოეწყობა სასწავლო წლის ბოლოს და დიდი სურვილი გვაქვს, მონაწილეობა მიიღოს ყველა შემოქმედმა მშობელმა”, – აღნიშნა სკოლის ადმინისტრაციამ.