9 ივნისი, 2016 10:48
საგანმანათლებლო სივრცეში „რეიტინგი ოქროს“ პირველი ადგილი გიმნაზიამ „აია-GESS” მოიპოვა
„რეიტინგი ოქროს“ პირველ ადგილზე – გიმნაზია „აია-GESS
ბათუმში, სასტუმროში Leogrand Batumi, გაიმართა ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების საერთაშორისო კავშირის XXXI დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც მონაწილეობას იღებდა რვა ქვეყნის ყველაზე წარმატებული კომპანია. თითოეული დარგიდან სტატისტიკური რანჟირების შედეგების მიხედვით გამოვლინდა “დარგის ლიდერი 2016”.
საგანმანათლებლო სივრცეში ოქროს მედალი გადაეცა „რეიტინგი ოქროს“ პირველ ადგილზე მყოფ სკოლას – სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს-ს“
ჯილდოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- დარგის ლიდერი 2016 – სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსი
- Decus Oeconomicae – კომპანიის ეფექტური მართვისთვის, დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის -სკოლის დირექტორი რუსუდან ბოლქვაძე.
- მედალი პროფესიული დამსახურებისთვის – სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრები ნონა ბოლქვაძე და ლელა ბოჭოიძე
- წლის საუკეთესო სპეციალისტი – ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სკოლის STEM-კლუბის მენტორი თემურ ჩიჩუა
- წლის სპეციალისტი ნომინაციაში: ფინანსები და აუდიტი – სკოლის აუდიტი ლევან ქველაძე
დიდი მადლობა NBR-UNION-ს და კომპეტენტურ ჟიურის შეფასებისთვის და აღიარებისთვის.
ვულოცავთ ყველა წარმატებულ ორგანიზაციას ამ დიდ ზეიმში მონაწილეობას.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS







