SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის გუნდმა, სახელწოდებით Foggy Bag, SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.
გიმნაზიის მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გუნდი, საქართველოს სახელით, მსოფლიო თასზე, ვიეტნამში იასპარეზებს. გუნდის წევრები არიან: მარიამ ომიაძე, ბარბარე კბილაშვილი, თეკლა მესხი, მარიამ ზაქაშვილი.
განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა AIA-GESS-ის კიდევ ერთმა გუნდმა – New Wave, რომელმაც ჟიურის აღიარება და სპეციალური პრიზები დაიმსახურა. გუნდის წევრები არიან: ნინი ოქრაძე, მარიამ გეგუჩაძე, მარიამ ჭკუასელი, ირაკლი ცაგარეიშვილი, გიორგი ჩიკვილაძე.
ეროვნულ ფინალში ღირსეულად და წარმატებით იასპარეზა გიმნაზიის კიდევ ორმა გუნდმა – Green Pay-მ და Ventera-მ. მათ ძლიერი კონკურენციის პირობებში ღირსეული მონაწილეობისთვის დიპლომები მოიპოვეს და AIA-GESS კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს.
„მადლობა გუნდების მენტორს, მარიამ ბოლქვაძეს, გაწეული შრომისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის, მოტივაციისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მოსწავლეების ამ წარმატებაში შეიტანა.
ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას! AIA-GESS ამაყობს თითოეული თქვენგანით! წინ მსოფლიო ასპარეზია – წარმატებებს ვუსურვებთ გუნდ Foggy Bag-ს ვიეტნამში, მსოფლიო თასზე!“, – აცხადებენ გიმნაზიაში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS