14 ნოემბერი, 2018 15:29
ევროპის სამეწარმეო სკოლის დაჯილდოებაზე ქართულ-ამერიკულმა სკოლა “პროგრესმა” გაიმარჯვა
2018 წლის 7 ნოემბერს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში „ევროპის პროფესიული უნარების კვირეულის ფარლებში გაიმართა „სამეწარმეო სკოლის დაჯილდოება“ სადაც ევროპის დონეზე შერჩეულ იქნა 17 ინოვაციური სკოლა, მათი თანამედროვე ხედვისა და სამეწარმეო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიხედვით.
საქართველოდან ღონისძიებაზე ნომინირებული იყო მხოლოდ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესი”, როგორც ინოვატორი სკოლა ბიზნეს განათლების განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ,,პროგრესში” უკვე ორი წელია ბიზნეს განათლება სავალდებულო საგანთა ჩამონათვალშია, სასწავლო პროცესი კი ეფუძნება პროექტებითა და სხვადასხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებას.
-
პროგრესელი ვიტალი რევიშვილი და მისი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში III ადგილზე გავიდა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა “პროგრესს” (ქუთაისი) პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)



