7 დეკემბერი, 2020 13:12
სასკოლო ვიქტორინამ „სიტყვობანა“ სტარტი აიღო
“სიტყვობანა” ონლაინ შემეცნებით-გასართობი თამაშობაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას, წაკითხულის გააზრებასა და ზოგადი ინტელექტის ამაღლებას.
ვიქტორინაში მონაწილეობას იღებენ VI, VII და VIII კლასელი პროგრესელები.
მონაწილეები აპლიკაციების საფუძველზე შეირჩნენ და საბოლოო წარმატებისთვის მათ სამი ეტაპის გადალახვა მოუწევთ.
პროექტის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ფინალისტებს სამახსოვრო პრიზები, ხოლო გამარჯვებული ამ ყველაფერთან ერთად “სიტყვების ოსტატის” წოდებას მიიღებს.
პროექტი არაფორმალური განათლების ფარგლებში ხორციელდება და მას სკოლა პროგრესის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი, ანა შალიკიანი უძღვება.
-
პროგრესელი ვიტალი რევიშვილი და მისი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში III ადგილზე გავიდა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა “პროგრესს” (ქუთაისი) პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)