სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს: გაიცანით, ინგლისურის მასწავლებელი – თამარ ლოლიშვილი
გაიცანით, ჩვენი სკოლის ინგლისურის მასწავლებელი და ამერიკული საბჭოების ტრენერი – თამარ ლოლიშვილი.
თამარი აია-ჯესსელებს 10 წელია ინგლისურ ენას ასწავლის და გზას უკვალავს საერთაშორისო ასპარეზზე მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა: სამხრეთ კორეაში, აშშ – ში, შვედეთში, საფრანგეთსა და აზერბაიჯანში.
პანდემიამაც ვერ შეაფერხა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გეგმავდა და უძღვებოდა ონლაინ ღონისძიებებს, სადაც ჩართული იყვნენ ახალგაზრდები მთელი მსოფლიოდან, Global Peace Institute – მა კი მიღწეული შედეგებისთვის ოქროს მედალი გადასცა .
სულ ცოტახანია რაც რუმინეთიდან დაგვიბრუნდა, სადაც Erasmus + პროგრამით იმყოფებოდა.
მის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, IX-X კლასებში კრიტიკული აზროვნებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გაკვეთილები დავამატეთ. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს, როგორც გონებრივი, ისე ემოციური ინტელექტის განვითარებას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაფორმალური განათლება და კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული საგაკვეთილო პროცესი მეტად ნაყოფიერია.
თქვენ რას ფიქრობთ?
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS