სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსი: გაიცანით, მარინა ხარიტონაშვილი
გაიცანით, ჩვენი დაუღალავი მარინა,
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი და საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი.
მარინა 19 წელია “აია-ჯესს” – ის მოსწავლეებს გეოგრაფიასა და ბუნებისმეტყველებას ასწავლის ფავორიტი მასწავლებლის ტიტულსაც წლებია არ კარგავს. მარინა საგაკვეთილო პროცესს მუდამ მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებითა და ინოვაციური მეთოდებით უძღვება, რამაც მისი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზეც განაპირობა .
პანდემიასაც არ შეუშინდა და ეს გამოწვევაც შესაძლებლობად აქცია. უცხოელ კოლეგებთან გააღრმავა ურთიერთობა და სკოლასა და მოსწავლეებს ახალი პარტნიორები შესძინა: იაპონიაში, ტაილანდში , რუმინეთში , მაროკოსა და სამხრეთ კორეაში . სულ მალე ესპანეთში, ბასკეთში ვაცილებთ, როგორც “სიქას” 2021 წლის პრიზიორს. წარმატებებს ვუსურვებთ და გვჯერა, რომ ახალი გამოცდილებებით დახუნძლული გააგრძელებს სიახლეების ძიებასა და ქართულ რეალობაში დანერგვას.
-
ეკოკლუბმა – Green Space გიმნაზია AIA-GESS-ში სამეწარმეო გამოფენა გამართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია AIA-GESS-ში – ამჯერად სესია ინგლისურ ენაში გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გიმნაზია AIA-GESS ნიუ-იორკში გამართული GCMUN 2026-ის გამარჯვებულია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS