სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის ფსიქოლოგების ინიციატივით და ორგანიზებით განხორციელდა პროექტი მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის ფსიქოლოგების ინიციატივით და ორგანიზებით განხორციელდა პროექტი მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
კოვიდ-19ის პანდემიამ გავლენა იქონია ყველას ცხოვრებაზე. განსაკუთრებით ისეთ ჯგუფებზე როგორიცაა: მედიცინის მუშაკები, სტუდენტები, მოსწავლეები, ადამიანები, ვინც მარტო ცხოვრობენ და ვისაც მანამდეც ჰქონდათ მენტალური ჯანმრთელობის სირთულეები.
10 ოქტომბერი, მენტალური ჯანმრთელობის დღე აღინიშნება 1992 წლიდან, მსოფლიოს მენტალური ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ.
ამ დღის და ასევე პროექტის დანიშნულებაა ცნობიერების ამაღლება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მენტალური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება, სტიგმასთან ბრძოლა.
მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროექტის პირველი შეხვედრა გაიმართა III და IV კლასის მოსწავლეებთან – ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგანთან – „მე და საზოგადოება“, რაც ამ პროექტის დასაწყისია და ჩვენ წინ გვაქვს კვირეული, რომელიც მთელ სკოლას მოიცავს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS