14 სექტემბერი, 2021 15:25
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია – ჯესსის მასწავლებელი მარინა ხარიტონაშვილი Global Teacher Award-ის გამარჯვებული გახდა
ჩვენი სკოლის გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მარინა ხარიტონაშვილი 7 სექტემბერს, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award) გამარჯვებული გახდა. ის მესამე მასწავლებელია საქართველოდან, ვინც აღნიშნული ჯილდო მიიღო.
მარი ხარიტონაშვილი წელს „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეც“ იყო წარდგენილი და საუკეთესო ათეულშიც მოხვდა.
კონკურსი Global Teacher Award-ი ინდოეთში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათეული გამარჯვებული ჰყავს. პანდემიის გამო წელს კონკურსი ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
ვულოცავთ მარინა ხარიტონაშვილს ამ წარმატებას.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS