სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები გოგონათა საერთაშორისო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები აგვისტოში, ამერიკის საელჩოს დაფინასნებით, გოგონათა საერთაშორისო ბანაკში (WiSci) მიიღებენ მონაწილეობას.
ქალაქში საცობები და მანქანის გამონაბოლქვი გაწუხებთ? – ამ პრობლემის მოგვარება მე–10 კლასელმა გოგოებმა გადაწყვიტეს.
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები – ჯული მუხაძე/Juli Mukhadze, მარიამ ბარიაშვილი და ნინო ბულბულაშვილი სკოლამდე მისასვლელად დიდ დროს საცობებში ატარებენ, ამიტომაც გოგონებმა გადაწყვიტეს თავად ეზრუნათ მდგომარეობის გამოსწორებაზე და პროექტი “უნივერსალური შუქნიშანი” შექმნეს.
შუქნიშანს განსაკუთრებული ფუნქციები აქვს: ნებისმიერ დროს შეუძლია ახალი რეჟიმის ათვისება, აქვს ხელის მართვის რეჟიმი და პატრულის თანამშრომელს შეუძლია, საჭიროებისამებრ შეცვალოს ფერი. რაც ყველაზე მთავარია, შუქნიშანი კითხვა–პასუხისთვისაც მზად არის და შეუძლია, მძღოლის შეტყობინების საპასუხოდ, მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაა ამა თუ იმ გზაზე: საცობია, გზა თავისუფალია თუ ავარიული სიტუაციაა.
“პირველი კონკურსი იყო ჩვენთვის, გამარჯვების იმედი გვქონდა, თუმცა, სხვა გუნდების ნამუშევრებს რომ გავეცანით, მივხვდით, ძლიერი კონკურენტები გვყავდა. ამან უფრო დიდი სტიმული მოგვცა. მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღეთ და სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას უკვე ვგეგმავთ”, – აღნიშნა ნინო ბულბულაშვილი.
გოგონები აგვისტოში, ამერიკის საელჩოს დაფინასნებით, გოგონათა საერთაშორისო ბანაკში (WiSci) მიიღებენ მონაწილეობას.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS