„იცხოვრეთ სიხარულით!“ – რას უნდა არიგებდეს მზრუნველი დამრიგებელი მოსწავლეებს
მოსწავლე-მასწავლებლებისთვისაც 2024-2025 სასწავლო სემესტრი მალე დასრულდება. საინტერესოა, ამ დროს რა დარიგებას აძლევენ ყურადღებიანი დამრიგებელლები მოსწავლეებს.
თემაზე EDU.ARIS.GE -სთან დაწყებითი კლასების დამრიგებელი და პედაგოგი, ნინო ქამხაძე საუბრობს.
ნინო მასწავლებელი ამბობს, რომ არდადეგების დაწყების შემდეგ, მისი მთავარი დარიგებაა მ- პატარებმა კარგად დაისვენონ, ბუნებაში მეტი დრო დაჰყონ და სასიამოვნოდ გაატარონ ზაფხული.
იხილეთ ნინო მასწავლებლის დარიგებები:
იცხოვრეთ სიხარულით – თითოეული დღე საჩუქარია! ბევრი ისეირნეთ ბუნებაში.
განსაზღვრეთ ერთი საზაფხულო ოცნება და ყოველდღე მიუახლოვდით მას.
იკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებიც სულს გითბობენ და ფანტაზიას აფრთიანებენ.
მიჰყევით ბუნების რიტმს – უყურეთ ცაზე მოლივლივე ღრუბლებს, მოუსმინეთ ქარს და ჩიტებს.
წერეთ დღიური ან წერილები – მომავალში მათი წაკითხვა სიხარულს მოგანიჭებთ.
დაეხმარეთ მშობლებს, დაინტერესდით ბებია-ბაბუის ისტორიებით!
ითამაშეთ, იცინეთ, იცეკვეთ – ზაფხული თავისუფლების დროა!
ისწავლეთ ერთი ახალი რამ, რაზეც ადრე არ გიფიქრიათ – თუნდაც ის, როგორ გაკეთდეს ხელნაკეთი რამ.
იყავით კეთილი სხვების მიმართ და კიდევ უფრო – საკუთარი თავის მიმართ.
თქვენ რა დარიგებებს აძლევთ მოსწავლეებს, როცა ზაფხულის არდადეგები ახლოვდება?!