შეფასების რუბრიკა, რომელიც მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის ხარისხს დაგვანახებს – „ახალია და ყველა ელემენტია გათვალისწინებული“
კლასში ჯგუფური დავალებების ეფექტიანად შესაფასებლად მასწავლებელი წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკით ხელმძღვანელობს.
სწორად შედგენილი შეფასების რუბრიკა ხელს უწყობს მოსწავლეების სიღრმისეულ განვითარებას, პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებასა და თანამშრომლობის უნარის განვითარებას. ამ საკითხზე, დაწყებითი კლასების სპეციალისტი, შორენა მაჩიტიძე EDU.ARIS.GE -ს ესაუბრება.
პედაგოგი მის მიერ შექმნილ მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკას გვიზიარებს.
იხილეთ შეფასების რუბრიკა: ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა
რა უნდა იყოს სწორად შედგენილი შეფასების რუბრიკის მიზანი:
-
მოსწავლეებს ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა შეფასების სტანდარტებზე;
-
მასწავლებელს შეეძლოს ობიექტურად და მრავალმხრივად შეაფასოს როგორც შინაარსი, ისე პროცესის ხარისხი;
-
გაიზარდოს სწავლების გამჭვირვალობა და მოსწავლის მოტივაცია.
„ახალია და ყველა ელემენტია გათვალისწინებული. კარგი იქნება, თუ დაამატებთ მასწავლებლის კომენტარის ველს“, – აღნიშნა შორენა მასწავლებელმა.
-
„პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები