შემეცნების და აღმოჩენების დროა – წიგნები, რომლებიც 6-დან 16 წლამდე მოსწავლეებმა ზაფხულის არდადეგებზე უნდა წაიკითხონ
ზაფხულის არდადეგები დიდი ხანია დაიწყო. ეს ის დროა, როცა მოსწავლეებს დასვენება, გართობა და „არაფრის კეთება“ შეგიძლიათ. „არაფრის კეთება“ კი ხშირად მნიშვნელოვან თვითშემეცნებასა და თვითაღმოჩენებს უკავშირდება. თუ გსურთ, ჯადოსნურ, საინტერესო თავგადასავლებით, მოულოდნელობებით სავსე სამყაროში იმოგზაუროთ და ახალ, არაორდინარულ პერსონაჟებსაც გაეცნოთ, ამ გზაზე თქვენი მეგობარი წიგნი იქნება.
თუ არ იცით, რა წაიკითხოთ, ან რომელი ავტორი და ნაწარმოები უნდა იყოს შემდეგი, EDU.ARIS.GE გიზიარებთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის შერჩეულ წიგნებს, რომლებიც თქვენს საზაფხულო არდადეგებს შთამბეჭდავსა და დაუვიწყარს გახდის.
6-9 წლის მოსწავლეებისთვის:
- ირმა მალაციძე – „ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში“
- დავით ზურაბიშვილი – „მოგზაურობა სიზმარეთში ანუ გიორგის და ანასტასიას არაჩვეულებრივი თავგადასავალი“
- ლელა ცუცქირიძე – „უუუ კულელე და სხვა მოთხრობები“
- გია პაპუაშვილი – „ტოტოშა – გოგონა, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია“
- სულხან-საბა ორბელიანი – იგავ-არაკები
- ეზოპე – იგავ-არაკები
- ასტრიდ ლინდგრენი – „პეპი სამხრეთის ზღვაში“
- აგუსტინ ფერნანდეს პასი – „მეკობრეთა სკოლა“
- მონტეირუ ლობატუ – „ყვითელი კოდალას ორდენი“
- ჰალინა ვდოვიჩენკო – „36 და 6 კატა“
9-11 წლის მოსწავლეებისთვის:
- არჩილ სულაკაური – „სალამურას თავგადასავალი“
- ვაჟა-ფშაველა – სათაგური და სხვა მოთხრობები
- კატო ჯავახიშვილი – „სიყვარულით, ელლი“
- რევაზ ინანიშვილი – კეთილი ბებერი ბუები და სხვა მოთხრობები
- ელისო ჩუბინიშვილი – „ვარსკვლავების მდინარე“
- ელინორ პორტერი – „პოლიანა“
- ჯანი როდარი – „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“
- როალდ დალი – „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“
- იოჰანა შპირი – „ჰაიდი“
- ედიტ ნესბიტი – „რკინიგზის ბავშვები“
11-13 წლის მოსწავლეებისთვის:
- არჩილ სულაკაური – „ბიჭი და ძაღლი“
- ნოდარ დუმბაძე – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
- თეა თოფურია – „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“
- მარკ ტვენი – „ტომ სოიერის თავგადასავალი“
- ჰარიეტ ბიჩერ სტოუ – „ბიძია თომას ქოხი“
- ანტუან დე სენტ ეგზიუპერი – „პატარა უფლისწული“
- დანიელ დეფო – „რობინზონ კრუზოს თავგადასავალი“
- ჯეიმს გრინვუდი – „პატარა მაწანწალა“
13-დან ზევით მოსწავლეებისთვის:
- ჯოან როულინგი – ჰარი პოტერის წიგნების სერია
- ლუიზა მეი ოლკოტი – „პატარა ქალები“
- ჟიულ ვერნი – „კაპიტან გრანტის შვილები“
- მარკუს ზუსაკი – „წიგნის ქურდი“
- მაინ რიდი – „უთავო მხედარი“
- ართურ კონან დოილი – „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“
- რობერტ ლუის სტივენსონი – „განძის კუნძული“
- ალექსანდრე დიუმა – „სამი მუშკეტერი“
სასიამოვნო არდადეგებს გისურვებთ!
მარიამ იმერლიშვილი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტი“ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხას აქვეყნებს by სკოლა პოლიგლოტი
-
„ისაუბრე ბავშვზე ისე, როგორც გინდა, რომ შენს შვილზე გესაუბრონ“ – 10 რჩევა დამწყებ პედაგოგებს by სკოლების ამბები