შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონათა ბენდი მაღალმთიანი აჭარიდან – „ეს გზავნილი გვაქვს სკოლებისთვის“ (+ვიდეო)
კლავიში, დრამი, ბას-გიტარა, ელექტრონული გიტარა, საქსაფონი, საყვირი, ტრომბონი.. ეს ის მუსიკალური ინსტრუმენტებია, რომელზეც მაღალმთიანი აჭარის, შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონების ბენდი უკრავს.
შუახევის საჯარო სკოლის 10 მოსწავლე გოგონა მუსიკალურ განათლებას სახელმწიფო დაფინანსებით იღებს ა(ა)იპ შუახევის სახელოვნებო სკოლაში, რომელიც შუახევის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებობს.
EDU.ARIS.GE-ს სკოლის ხელმძღვანელი, ნინო ბერიძე მოუთხრობს, რომ ბენდს სახელიც აქვს – “117”. რატომ ეს სახელი? ჩვენი რესპონდენტის თქმით, სწორედ ამ სახელშია ის გზავნილი, რომელიც მათ სკოლებისთვის აქვთ და ჩვენი დახმარებით აჟღერებენ.
იხილეთ ვიდეო:
@user6903148009772
“ბენდის შექმნა თავად ბავშვების იდეა იყო. სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში წარადგინეს პროექტი, რომ შეექმნათ შუახევში თანამედროვე მუსიკალური ბენდი და მუსიკალური ინსტრუმენტები ჰქონოდათ. 117 ხმით გაიმარჯვა მათმა იდეამ და ბენდის სახელიც აქედან გაჩნდა. ბენდის მუსიკალური ხელმძღვანელია კალისტრატე ცინცაძე. ვფიქრობ, სკოლების ასეთი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
“თუ გყავთ ასეთი ნიჭიერი და მონდომებული ბავშვები ყველაფერი გააკეთეთ, რომ მათ იდეებს ფრთები შეასხათ. ეს სკოლის მიმართ სიყვარულს კიდევ უფრო გააძლიერებს, სასკოლო ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის და რასაკვირველია, გვეყოლება მუსიკალური, ბედნიერი და ხალისიანი თაობა. ეს გზავნილი გვაქვს სკოლებისთვის”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ნინო ბერიძემ.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტი“ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხას აქვეყნებს by სკოლა პოლიგლოტი
-
„ისაუბრე ბავშვზე ისე, როგორც გინდა, რომ შენს შვილზე გესაუბრონ“ – 10 რჩევა დამწყებ პედაგოგებს by სკოლების ამბები