GE
14 ოქტომბერი, 2024 09:52

შვედეთში გამართულ მშვიდობის მსოფლიო კონფერენციას გიმნაზია „აია-ჯესს“-ის 10 კაციანი დელეგაცია დაესწრო

შვედეთში გამართულ მშვიდობის მსოფლიო კონფერენციას გიმნაზია10 კაციანი დელეგაცია დაესწრო!

მოსწავლეები წარსდგნენ მოხსენებით თემაზე: “ენა, მამული, სარწმუნოება,” როგორც უნიკალური ქართული ფორმულა მშვიდობისთვის. მათი სიტყვა მკაფიოდ გამოხატავდა იდეას, რომ მშვიდობა იდენტობის შენარჩუნებასა და სხვებისადმი პატივისცემაშია.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს ქართული საცეკვაო ნომრები, მონაწილეობა მიიღეს მშვიდობის მსვლელობაში და კრუიზით ესტონეთსაც ესტუმრნენ.

გიმნაზიის მასწავლებლის, თამარ ლოლიშვილის სიტყვით გამოსვლამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ელჩების დიდი მოწონება დაიმსახურა. მან ისაუბრა პროექტის როლზე მოსწავლეების ინტეგრაციის პროცესში და დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა, როგორ ქმნიან აია-ჯესსელები ბედნიერების ფორმულას იმ თვისებებისა და უნარების წყალობით, რომელსაც თითოეული პროექტიდან იღებენ.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თამარ შამათავას სამადლობელი სიტყვის შემდეგ, მშვიდობის მსოფლიო კონფერენციის მონაწილეებს არც ჩვენი მოსწავლეების მადლიერების უნარი დარჩათ შეუმჩნეველი.

საგულისხმოა, რომ მოსწავლეები პროექტების პასიური მონაწილეები არასდროს არიან – ისინი აქტიურად ქმნიან ახალ ღირებულებებს მათ გარშემო. მათ გამორჩეული უნარი აქვთ, დაამყარონ თბილი, გულწრფელი, ადამიანური ურთიერთობები და ყოველთვის იმსახურებენ საზოგადოების სიყვარულსა და პატივისცემას, ყველაზე მრავალფეროვან გარემოშიც კი.

მშვიდობისა და ჰარმონიის აქტიური მხარდაჭერისთვის პროექტის ორგანიზატორებმა მოსწავლეებს: კესო ღვინიაშვილს, თამარ შამათავას, ანა შამათავას, ბარბარე ეგრისელაშვილს, ოთო სუჯაშვილს, მათე ეგრისელაშვილს, ნიკა ბერიძეს, ლილიანა ფინდიშვილსა და ნუცა ჭიჭინაძეს დამსახურებული მედლები გადასცეს!

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში