სიკეთის საერთაშორისო დღე გიმნაზიაში „აია-ჯესს“
გიმნაზიაში „აია-ჯესს“ 13 ნოემბერს, სიკეთის საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ორგანიზებულ აქტივობებში:
ერთმანეთისთვის სასიამოვნო სიტყვები დაწერეს და „კეთილი სურვილების კედელზე” გააკრეს.
მონაწილეობა მიიღეს გამოწვევებში, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვების დახმარებასა და მხარდაჭერას.
მოაწყვეს დისკუსია, სადაც ჰუმანურობისა და თანადგომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„სიკეთის” ბინგოს თამაშით გაერთნენ და ერთმანეთთან დრო სახალისოდ გაატარეს.
გარდა ამისა, ერთობლივად შექმნეს ულამაზესი ხელოვნების ნიმუშები, მოვაწყვეთ საქველმოქმედო აქცია და დავაჯილდოვეთ ის მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ყურადღებითა და ემპათიით სხვების მიმართ.
სკოლა ულოცავს გამარჯვებული ჯგუფის წევრებს: ქეთევან ელოშვილს, თორნიკე სიხარულიძეს, გიორგი ჩიკვატიას, ალექსანდრე ჭელიძესა და ლილიანა ფინდიშვილს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS