26 მაისი, 2022 12:07
სკოლა „აია-ჯესის“ დირექტორი კურსდამთავრებულებს: „ჩვენ მწვერვალზე ასვლა გასწავლეთ, ფრენა გასწავლეთ და იფრინეთ“
სკოლა „აია-ჯესში“ მე-20 საიუბილეო ბოლო ზარი 23 მაისს დაირეკა. სკოლის დირექტორმა, ნანა ბოლქვაძემ 2022 წლის კურსდამთავრებულებს მიმართა:
„მომავლის ზარი დაირეკა დღეს თქვენთვის. გილოცავთ! ბედნიერების მომტანი იყოს ამ ზარის ჟღერადობა. წარმატებულ და ბედნიერ „მოგზაურობას“ გისურვებთ ცხოვრების დიდ და გრძელ გზაზე.
ჩვენ მწვერვალზე ასვლა გასწავლეთ, ფრენა გასწავლეთ და იფრინეთ… გისურვებთ: ულამაზეს სტუდენტობას, ბედნიერ ცხოვრების გზას, მშვიდობიან სივრცეს, წარმატებით დაძლეულ გამოწვევებს, ჰარმონიით, სინათლით, სიყვარულითა და სიხარულით სავსე დღეებს, ოცნებებს – რეალობად ახდენილთ, წელთა სიმრავლეს და ყოველი ჩავლილი წლის ბოლოს ლამაზ და თქვენეულ ნაკვალევს“.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



