სკოლა „აია-ჯესის“ გეოგრაფიის მასწავლებელი გლობალური პორტალის ფასილიტატორი გახდა
სკოლა „აია-ჯესის“ გეოგრაფიის მასწავლებელი, მარინა ხარიტონაშვილი ორგანიზაცია CENN -ის გლობალური პორტალის The GLOBE Program – ის ფასილიტატორად დაინიშნა და GLOBE – ის საერთაშორისო ქსელს „აია-ჯესიც“ შეუერთდა.
პროგრამა მოიცავს თითოეული საკლასო საფეხურის შესაბამის, ინტერდისციპლინარულ აქტივობებსა და კვლევის შესაძლებლობას: ატმოსფეროს, ბიოსფეროს, ჰიდროსფეროსა და პედოსფეროს შესახებ.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები და მასწავლებლები წინასწარი ტრენინგისა და საგანმანათლებლო რესურსების საფუძველზე აკვირდებიან ბუნებრივი გარემოს სხვადასხვა ელემენტებს და შეგროვებულ მონაცემებს საგანგებო რუკაზე დაიტანენ.
მარინა მასწავლებელი, როგორც GLOBE საქართველოს კოორდინატორი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს ტრენინგებს პროგრამის ბენეფიციარ სკოლებთან. პროექტი დაფინანსებულია NASA – ს მიერ და მიზანად ისახავს გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესებასა და მეცნიერული აღმოჩენების წახალისებას.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS