სკოლა „აია ჯესის“ გუნდი ჰოლანდიაში ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე მიემგზავრება
სკოლა „აია ჯესის“ გუნდი, რამდენიმე თვეში სამხრეთ ჰოლანდიაში, ქალაქ ლეიდენში, ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ ახალგაზრდა მეცნიერთა ევროკონგრესის კონკურსზე გაემგზავრება.
სკოლის ახალგაზრდა მეცნიერებმა ნაციონალური შესარჩევი კონკურსი წარმატებით გადალახეს და სერტიფიკატებთან ერთად ევროპისკენ საგზურიც მოიპოვეს.
პირველი ადგილი პანტელეიმონ კობახიძისა და ალი ასგაროვის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე ბარბარე კობახიძე და გიორგი ფაჯიშვილი გავიდნენ.
EUCYS-ზე ახალგაზრდა ტალანტები თავს მთელი მსოფლიოდან იყრიან. სკოლა დარწმუნებულია, რომ ასეთ საერთაშორისო ასპარეზზე გიორგი და ალი ღირსეულად წარადგენენ საქართველოს, ისინი კი ტრადიციულად გააგრძელებენ მოსწავლეებში სამეცნიერო დარგების მიმართ ინტერესის გაღვივებას და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას.
„აია ჯესი“ მადლობას უხდის ქართველი ახალგაზრდების დიდ გულშემატკივარს და EUCYS-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, ქალბატონ თამარ ხულორდავას და გამარჯვებული გუნდების მენტორ თემურ ჩიჩუას.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ესპანეთში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„მისია: ნულოვანი ნარჩენი“ – AIA-GESS-ის მოსწავლეები გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივას შეუერთდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS

