სკოლა „აია ჯესის“ კედლებს გამარჯვებული მოსწავლეები მოხატავენ
სკოლა „აია-ჯეს“-ში ყველაზე ფერადი კონკურსი, „გააფერადე სკოლა“, ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ VII-XII კლასის მოსწავლეებს, ვისაც ხატვაც უყვარს და კრეატიული იდეებიც აქვს.
კონკურსი 2021 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მოსწავლეებს დაევალათ შექმნათ ორიგინალური ესკიზი, რომელიც შეესაბამებოდა სკოლის კრიტერიუმებს და წარედგინა ჟიურისთვის. მონაწილეობა შესაძლებელი იყო როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად კლასის ან კლუბის წევრებთან ერთად.
„ისეთი მაგარი ესკიზები მივიღეთ, ერთი სული გვაქვს ჩვენი სკოლის კედლებზე ვიხილოთ“ – ეს ამბავი სკოლა „აია-ჯესმა“ 7 მაისს გაავრცელა და ყველაზე ფერადი კონკურსის ყველაზე კრეატიული მონაწილეები დასაჩუქრა ექსკურსიით, სერთიფიკატებით, ხელნაკეთი მედლებითა და სიმბოლური საჩუქრებით.
სკოლა იტყობინება, რომ პროექტის მიზანია, შეიქმნას უფრო პოზიტიური და მყუდრო გარემო, გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალურ აქტივობებში, მიეცეთ საშუალება განივითარონ უნარები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.
კონკურსის მიხედვით შერჩეული მონაწილეები თავად აირჩევენ სკოლაში მოსახატ კედელს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS

