სკოლა „აია ჯესის“ მოსწავლეებმა, მოლდოვაში, მანიპულაციის გამოვლენა და პროპაგანდის ამოცნობა ისწავლეს
სკოლა „აია ჯესის“ მოსწავლეების გუნდი მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს Erasmus + ახალგაზრდულ პროექტში – Your Own Opinion.
მარიამ შევერდაშვილი, ლუკა გეგეჭკორი, თამარ ლოლიშვილი, თეონა ხელაძე და თათული სხირტლაძე მოლდოვაში 1-დან 10 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდნენ. პროექტში ჩართული იყო 6 ქვეყნის 35 მონაწილე.
აია ჯესელებმა მედიაწიგნიერების შესახებ ტრენინგების ფარგლებში შეიძინეს უნარები, რომლებიც დაეხმარებათ:
- მანიპულაციის გამოვლენაში;
- პროპაგანდის ამოცნობაში;
- ფაქტისა და მოსაზრების გარჩევაში;
- ჟურნალისტური ეთიკის გაგებასა და მედიის მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში.
„მოლდოვაში პროდუქტიული და ამავდროულად სახალისო 10 დღე გავატარეთ. პროექტის განმავლობაში შევიძინეთ ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგვეხმარება პროპაგანდისა და მანიპულაციის გამოვლენაში. ამის გარდა, გავიცანით ძალიან ბევრი საოცარი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც მალევე დავუმეგობრდით.
„აქ მიღებული გამოცდილება და ჩვენი ლიდერის, თამარის, რჩევები ძალიან დამეხმარება Erasmus + ის შემდეგ პროექტში, ერევანში, სადაც უკვე ლიდერის ამპლუაში ვიქნები. მადლობა პროაქტივ ჯგუფს და „აია-ჯესს“ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მუდმივად ეხმარებიან თვითგანვითარებაში“, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, თეონა ხელაძე.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



