სკოლა „აია-ჯესში“ მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების გადამზადება მიმდინარეობს
სკოლა „აია-ჯეს“-ში პრევენციული პროგრამა – „კომპასი“ – ხორციელდება. ამჯერად, მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების გადამზადების ტრენინგებს სკოლის ფსიქოლოგი ანანო გოგინავა თავის კოლეგებთან, ქეთი სამუშიასთან და ნათია კანდელაკთან ერთად უძღვება.
პროექტში, სხვა მასწავლებლებთან ერთად ჩართულია სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ნათია კახნიაშვილი, რომელიც „კომპასის“ პროგრამის მეორე ნაწილს სკოლაში ახორციელებს.
პროექტში, რომელსაც სკოლა „აია-ჯესი“ მასპინძლობს, მონაწილეობენ: თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა და სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქ. თბილისის N82 საჯარო სკოლა.
პროგრამა „კომპასი“ პრევენციული ხასიათისაა და მოიცავს საგანმანათლებლო აქტივობებს სკოლის ასაკის ბავშვებთან. პროექტის მიზანია, მოზარდებში ფსიქო-აქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და მასწავლებელთა და მშობელთა შესაბამისი კომპეტენციის ამაღლება.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



