სკოლა „აია-ჯესში“ მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს
5 ივნისს, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესში“ ულამაზეს გოგო-ბიჭებს, სკოლის მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს და საინტერესო ექსპერიმენტებში ჩართეს.
„დიდი მადლობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრას, დარეჯან ლორთქიფანიძეს, ნინო გარუჩავას, პავლე რუხაიას, თინათინ ლაღიძეს, თამუნა ტურაშვილს, თქვენი კლუბების ყველა წევრს – ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს, ყველას, ვინც მზე გოგო-ბიჭებს, 110 პატარას აიაჯესსელობად მონათვლის პროცესი გაულამაზეს და საინტერესო ექსპერიმენტებით გაუღეს ცოდნის ულამაზესი სამყარო.
„ბედნიერი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს სკოლაში პატარა აიაჯესსელებო. ულამაზეს და ბედნიერ მოსწავლეობის ხანას გისურვებთ. მუდამ წარმატებულებს, მართლაც მზეებივით გაბრწყინებულებსა და ანთებულებს გევლოთ მთელი ცხოვრება. მადლობა თქვენ, მადლობა თქვენ მშობლებს, რომ მოგვეცით შესაძლებლობა ერთმანეთს ცხოვრება გავულამაზოთ“, – წერს სკოლა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



