GE
8 მაისი, 2018 14:49

სკოლა აია-Gess-ის მეთერთმეტეკლასელებმა 21–ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევაზე იმუშავეს

21–ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას შეეხნენ და ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე იმუშავეს სკოლა აია-Gess-ის მეთერთმეტეკლასელებმა. ახალგაზრდებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჰაერს მავნე ბაქტერიებისგან გაწმენდს და გააჯანსაღებს.

შორენა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვამ, მარინა გუჯაბიძემ და თეიმურაზ სიმონიშვილმა იდეა პროექტად – „წყლის ფარი“ აქციეს და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი – Millennium Innovations Award-ის მესამე ადგილის მფლობელებიც გახდნენ.

„ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებას შევეცადეთ მე და ჩემი გუნდის წევრები და გამოვიგონეთ წყლის ფარი, რომლის მთავარი იდეა ჰაერის გაჯანსაღებაა. ჩვენი გამოგონების მექანიზმი ასეთია: ფარის ერთ მხარეს ივლის დადებითად დამუხტული წყლის ჭავლი, ხოლო მეორე მხარეს – უარყოფიად დამუხტული ჭარბი წყალი. ამ სტრუქტურით დაიშლება ფარზე მოხვედრილი მავნე მიკროორგანიზმები და მივიღებთ სუფთა ჰაერს“, – აღნიშნა დეა ილარიონოვა.

სკოლის სხვა ამბები

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS