GE
17 ივლისი, 2017 14:09

სკოლა “დეას” დირექცია აცხადებს II-VII კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსს თემაზე “დააინტერესე მეგობარი”

სკოლა “დეას” დირექცია აცხადებს II – VII კლასის მოსწავლეთათვის კონკურსს
“დააინტერესე მეგობარი”. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შპს “დეა” სკოლის II-VII კლასების ყველა მოსწავლეს.

კონკურსის მიზანია, გამოვავლინოთ ყველაზე წიგნიერი და საინტერესოდ მოაზროვნე მოსწავლე.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა, სკოლის Facebook-ის გვერდზე გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი;
  • რომელი წიგნი წაიკითხეთ (სათაური, ავტორი);
  • რა იყო საინტერესო, ან რა არ მოგეწონათ ნაწარმოებში;
  • დაწერეთ და გამოგვიგზავნეთ სკოლის Facebook-ის გვერდზე მცირე ესე (თემა – 80-100 სიტყვა) – ,,მეგობარო, წაიკითხე ჩემი საყვარელი წიგნი”. (ესეში აღწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ შერჩეული წიგნი რით არის საინტერესო და რატომ სთავაზობთ მის წაკითხვას თქვენს მეგობარს).

სამი ყველაზე საინტერესო ესეს ავტორი დაჯილდოვდება სიგელითა და საჩუქრით.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს თქვენ მიერ Word-ის ფაილით გამოგზავნილი ყველა თემა, რომელიც განთავსებული იქნება სკოლის ვებ-გვერდზე 2017 წლის 10 სექტემბრამდე.

სკოლა დეა