სკოლა “ფესვებში” კულინარიის გაკვეთილები სხვა გაკვეთილებთან ერთად, ინტეგრირებულად ჩატარდება
სკოლა “ფესვებში” მე-10ა კლასმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის თემა ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება იყო. მოსწავლეებმა მოახერხეს ინგლისური ენისა და კულინარიის გაკვეთილების ინტეგრირება.
გაკვეთილის მიზანი გახლდათ, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, მოსწავლეების მეტი ინფორმირებულობა ჯანსაღ საკვებზე და ცხოვრების წესზე, საკომუნიკაციო უნარებს ჩამოყალიბება ინგლისურ ენაზე.
სკოლის ინფორმაციით, სკოლაში ინერგება სიახლე – კულინარიის გაკვეთილები, რომლებიც ინტეგრირებულად ჩატარდება სხვა საგანთან. მსგავსი გაკვეთილების მიზანს კი წარმადგენს, მოსწავლეებს გამოუმუშავდეს ცხოვრებისეული უნარები, კერძოდ კი საჭმლის მომზადება პროდუქტის შერჩევა, სუფრის გაწყობა და ა. შ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პირველ კლასელები რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ორცხობილების გამოცხობაში, მოუსმნეს ლექციას ჯანსაღ ცხოვრების წესზე და უყურეს ანიმაციურ ფილმს ინგლისურ ენაზე.
სკოლა მადლობას უხდის ყველა მონაწილეს.
-
სკოლა “ფესვების” მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა და დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესევების” მოსწავლეებმა მეფე დავით აღმაშენებელს ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია მიუძღვნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესვების” III კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები



