სკოლა ფესვების ინიციატივით ავსტრიის განათლების სამინისტროს მიერ გერმანული ენის სწავლების საერთაშორისო სემინარი ჩატარდა
სკოლა ,,ფესვების” ინიციატივით ავსტრიის განათლების სამინისტროს მიერ ჩატარდა გერმანული ენის სწავლების საერთაშორისო სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეულმა გერმანული ენის 42 მასწავლებელმა. სემინარი 4 მაისს გაიხსნა, რომელზეც საპატიო სტუმრად მოწვეული იყო ავსტრიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო.
სემინარი ჩატარდა ავსტრიის განათლების მინისტრის მრჩევლის ნორბერტ ჰაბელტის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, იგი დამსწრეებს ესაუბრა ავსტრიაში აპრობირებული სასკოლო სწავლების მეთოდებზე. სემინარს უძღვებოდნენ ასევე მოსკოვში ავსტრიული უნივერსიტეტის ლექტორი ანდრეას კურცი. მან წაიკითხა ლექცია სპორტის გაკვეთილების ჩატარების მეთოდოლოგიაზე. ვენის ხიდიანი სკოლის დირექტორის პროფესორი სილვია ფოგტის ლექცია-სემინარი ვალდ-პედაგოგიკის შესახებ ძალზედ საინტერესო და სასიამოვნო სიახლე იყო დამსწრე პედაგოგთათვის.
სემინარი ძალიან პროდუქტიული და ინფორმაციული იყო. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
-
სკოლა “ფესვების” მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა და დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესევების” მოსწავლეებმა მეფე დავით აღმაშენებელს ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია მიუძღვნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესვების” III კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები







