7 მარტი, 2017 15:46
სკოლა ,,ფესვების” მოსწავლეებმა პედაგოგებსა და ერთმანეთს სარვამარტო სიურპრიზი მოუწყვეს
სკოლა ,,ფესვების” მოსწავლეების მოწვევით, 7მარტს, მე-7გ კლასის ყველა პედაგოგმა (ქალბატონებმა) დიდ დასვენებაზე საკლასო ოთახში მოიყარა თავი. მათ აქ სიურპრიზი ელოდათ – ბავშვებმა თბილი და ლამაზი შეძახილებით მიულოცეს მათ გაზაფხულის მშვენიერი დღე – 8 მარტი.
მათ ხელში ეჭირათ კონვერტები ულამაზესი ღია ბარათებით. შემდეგ ფოტოსესიის ფონზე ბიჭებმა გოგონებს გადასცეს საჩუქრები, ფუმფულა სათამაშოები!
ბავშვები თანდათან სწავლობენ დამრიგებლის დახმარებით, რომ ბედნიერებაა სხვისი გახარება, რომ ყურადღება და სიყვარულის გამოხატვა აღემატება ყველაზე ძვირადღირებულ საჩუქარს.
სიურპრიზის ორგანიზატორი სისაგნის მასწავლებლები და დამრიგებელი ქეთევან აბაშიძე იყო.
-
სკოლა “ფესვების” მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა და დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესევების” მოსწავლეებმა მეფე დავით აღმაშენებელს ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია მიუძღვნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესვების” III კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები