სკოლა ფესვების მოსწავლეებმა უილიამ შექსპირისა და შოთა რუსთაველის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს
2016 წელი იუნესკომ მსოფლიოს ორი გენიალური კლასიკოსის, უილიამ შექსპირისა და შოთა რუსთაველის, წლად გამოაცხადა. ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვების მოსწავლეებმა, ინგლისური ენის პედაგოგის, ნატალია მირგატიასა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, დარეჯან კვანჭიანის, ხელმძღვანელობით მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც ამ ორ გენიალურ ადამიანს მიუძღვნეს.
მათ ისაუბრეს შოთა რუსთაველსა და უილიამ შექსპირზე, ამ ორი გენიალური მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. წაიკითხეს ამონარიდები “ვეფხისტყაოსნიდან”, ასევე შექსპირის სონეტები ინგლისურ და ქართულ ენებზე, ისაუბრებს ვეფხისტყაოსნის მთარგმნელებზე და დამსწრეთ წარუდგინეს თარგმანების ნიმუშები. წარდგენა გაფორმებული იყო საინტერესო სლაიდებით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე, შეფასების ჯგუფის წევრები. მათ მაღალი შეფასება მისცეს პედაგოგების და მოსწავლეთა ერთობლივ ნამუშევარს.
პრეზენტაციას ინგლისური ენის კაბინეტმა უმასპინძლა.