სკოლა “ფესვებმა” 2016-2017 სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება ილიას ტბაზე გამართა
ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვებმა 9 ივნისს, ყვარელში, ილიას ტბაზე გამართა 2016-2017 სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა, სასწავლო წლის შეჯამება.
ღონისძიება დაყოფილი იყო ოთხ ნაწილად: 1) საგანმანათლებლო, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს მთელის წლის მანძილზე განხორციელებული მუშაობის მოკლე რეზიუმეები. 2) სპორტული ნაწილი, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაშებში. 3) გასართობი, სადაც მოსწაავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შესაძლებლობები, ცეკვაში, სიმღერაში თუ სხვა სახელოვნებო სფეროებში. მე-4, ბოლო ნაწილი კი იყო დაჯილდოვების ნაწილი, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციებში.
სკოლა და ორგანიზატორები მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში.