სკოლა “ფესვებში” ბავშვებისთვის საესტრადო სტუდია იხსნება
სიახლე სკოლა ფესვებში – 2017 წლის 16 დეკემბერს იხსნება საესტრადო სტუდია, რომელიც 6-დან 13-წლამდე ასაკის ბავშვებს შეასწავლის დაკვრას შემდეგ ინსტრუმენტებზე:
- კლავიშებიანი(სინთეზატორი, ფორტეპიანო);
- ელექტრო და აკუსტიკური გიტარა;
- ბას გიტარა;
- დასარტყამი ინსტრუმენტები პერკუსინები, ტომ-ტომები…)
- ასევე შეისწავლება ვოკალი.
სტუდიის მიზანია შეიქმნას ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლები 6-13 წლის ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ ცოცხალი შესრულებით.
სკოლის ინფორმაციით, ინსტრუმენტებზე დაკვრის შესწავლა იწყება რიტმიკის კურსის (3-4თვე) გავლით, რომელიც მოიცავს დასარტყამ ინსრუმენტებზე და პერკუსინებზე დაკვრის შესწავლას, ტაქტის გამოცნობას, რაც ხვეწს ბავშვის მუსიკალურ სმენას, ანვითარებს კიდურების კოორდინაციას. მეცადინეობა რიტმიკაში მიმდინარეობს ჯგუფურად, რომლის დროსაც ბავშვებს უვითარდებათ ყურადრების კონცენტრაცია, ჯგფური პასუხისმგებლობა, დისციპლინა, რაც აუცილებელია ანსამბლში წარმატების მისაღწევად. დაკვირვებამ აჩვენა,რომ სკოლაში მეცადინეობებზეც ბევშვები უფრო მოწესრიგებულები, ყურადღებიანი, დისციპლინირებული და წარმატებულები ხდებიან.
პროგრამა შედგენილია კლასიკური და პოპულარული ნაწარმოებების საფუძველზე, რომლებიც დამუშავებულია ROOCK, JAZZ ROCK, POP და JAZZ სტილში, გამოყენებულია სიმღერები ანსამბლ The Beatles-ის რეპერტუარიდან.
საესტრადო სტუდიას, ვოვა ბერიძის მუსიკალური ხელმძღვანელობით – ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მომზადებულ ბავშვები, რესპულიკური მასშტაბის კონკურსებზე იღებენ გრან-პრის; აქვთ მოწვევები საზღვარგარეთიდან საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.
მეცადინეობები ტარდება სწავლის პერიოდში-კვირაში ორჯერ, დამატებით შაბათს ან კვირას ტეორიული მეცადინეობა. არდადაგების პერიოდში მეცადინეობების რაოდენობა ორმაგდება.
მისამართი: დ.თავდადებულის ქ.6 სკოლა ფესვები
საკონტ.ტელ.: 599 98 86 46/ 593 57 65 35