6 მარტი, 2017 13:10
სკოლა ,,ფესვებში” დედის დღისადმი მიეძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სკოლა ,,ფესვებში” დედის დღეს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც სკოლის მე-4 კლასმა მოამზადა და წარმოადგინა დამრიგებლის ლალი ჭკადუას ხელმძღვანელობით. თავს არ ზოგავდნენ პატარები.
დარბაზში ისმოდა მათი ლაღი სიმღერები, საგანგებოდ შერჩეული უმშვენიერესი ლექსები, გიორგი ლეონიძისა და რევაზ ინანიშვილის გულშიჩამწვდომი პროზა. გულგრილი არავინ დაუტოვებია სცენურ ეპიზოდს, რომელიც პატარებმა ქვეყნისთვის თავდადებულ გმირებსა და მათ დედებს მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ყველაფერი გუნდურად კეთდება, ასე იყო ამჯერადაც. ღონისძიების მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანეს თამარ ნათაძემ, ქორეოგრაფებმა ქეთევან აბაშიძემ, ანა კენჭაძემ, მუსიკოსმა, ია ამირიძემ. დარბაზი გააფორმეს თეა ხვარძიკიამ და მარიამ ჩაკვეტაძემ.