სკოლა ,,ფესვებში” გაზაფხულის პირველ დღესთან დაკავშირებით პირველკლასელებმა ზეიმი გამართეს
გაზაფხულის პირველი დღის შესაბამისი განწყობა სუფევდა სკოლა ,,ფესვებში” 1-ლ მარტს. ეს იმ პატარების დამსახურება იყო, რომლებიც პირველ კლასში სწავლობენ.
პატარებმა საგანგებოდ მორთულ- მოკაზმულ დარბაზში ზეიმი მოუწყვეს მაყურებელს. დარბაზში ყველა სკამი დაკავებული იყო, ფეხზეც იდგნენ დამსწრეები. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები დედებს უმღეროდნენ, ცეკვავდნენ მათთვის, უძღვნიდნენ ლექსებს. ყველა ბედნიერი და გახარებული იყო და ამავე დროს გაკვირვებულნიც პატარების ესოდენ უსაზღვრო შესაძლებლობებით.
დიდი ნიჭი, უნარი, მსახიობური ოსტატობა აჩვენეს ბავშვებმა, რაც მათი დამრიგებლის თეა ხვარძიკიას დიდი დამსახურებაა. მას გვერდით ედგნენ პატარების ღონისძიებათა სულისჩამდგმელი თამარ ნათაძე, ქორეოგრაფი ქეთევან აბაშიძე, სიმღერები თეა გაგუამ მოამზადა.
სკოლა ,,ფესვები” მადლობას უხდის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათს მშობლებს ამ ზეიმისთვის.
-
სკოლა “ფესვების” მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა და დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესევების” მოსწავლეებმა მეფე დავით აღმაშენებელს ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია მიუძღვნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესვების” III კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები



