26 აპრილი, 2017 14:20
სკოლა ”ფესვებში” კიდევ ერთი სამახსოვრო ღონისძიება გაიმართა
ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვებში კიდევ ერთი სამახსოვრო ღონისძიება ამართა მე-3 ბ კლასმა. კლასს ახლაგაზრდა პედაგოგი ნინო აბრამაშვილი ხელმძღვანელობს. ამ ღონისძიებას ეტყობოდა ახლაგაზრდული ენერგია, შემოქმედებითობა და ძალისხმევა, რომლებიც პედაგოგმა არ დაიშურა, რათა პატარები დამსწრეთა წინაშე ღირსეულად წარმდგარიყვნენ.
ბავშვები ამბობებდნენ ლექსებს სამშობლოზე, მღეროდნენ, ცეკვავდნენ. მათი თითოეული ნომერი ჩვენს მამულს ეძღვნებოდა, ღონისძიებასაც ასე ერქვა – „საქართველო არის ესე“.
ღონისძიებას სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები და ბავშვები ესწრებოდნენ. ნინო აბრამაშვილი მადლიერებას გამოხატავს თავისი კოლეგების ია ამირიძისა და ქეთევან აბაშიძის მიმართ, რომლებიც მას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების მომზადებაში დაეხმარნენ.