სკოლა “ფესვებში” კრეატიული პრეზენტაცია-გაკვეთილი ჩატარდა
ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა “ფესვები” საზეიმო სულისკვეთებამ მოიცვა. სიხარულით და ამაღლებული განწყობით იყო დამუხტული პრეზენტაცია-გაკვეთილი, რომელიც რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ლერა მანუკოვას, ხელძღვანელობით მე-8ბ კლასმა (დამრიგებელი ირინა ქულიჩიშვილი) წარადგინა.
ბავშვებს უმასპინძლა სკოლის ბიბლოთეკამ, რომელიც საგანგებოდ იყო მორთული. მისი თითოეული კუთხე წელიწადის სხვადასხვა დროს განასახიერებდა, პრეზენტაციასაც ასე ერქვა: „წელიწადის დროები“.
ბავშვება აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები, რომლებიც სპეციალისტებისა და დამსწრე პედაგოგებისაგან უმაღლეს ქულებზე შეფასდა. სკოლას არ უკვირს ქალბატონი ლერასაგან მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებულ, გამორჩეული და ხარისხიანი გაკვეთილები, პრეზენტაციები, ღონისძიებები.
ბავშვები კითხულობდნენ პუშკინის, ბუნინის, მიხალკოვის ლექსებს. მღეროდნენ არაჩვეულებრივად, რაშიც დიდი წვლილი მუსიკის პედაგოგს, ია ამირიძეს, მიუძღვის.
მოსწავლეებმა ასევე წარადგინეს მასწავლებლისა და მეგობრების (ნინო ტალახაძე, თამუნა წულაია, ანი ობოლაძე) დახმარებით დადგმული ცეკვა.
პრეზენტაციამ, რომელსაც ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, დირექცია, თბილ გარემოში ჩაირა და დიდი კმაყოფილება გამოიწვია.
-
სკოლა “ფესვების” მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა და დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესევების” მოსწავლეებმა მეფე დავით აღმაშენებელს ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია მიუძღვნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესვების” III კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები







