GE
13 ნოემბერი, 2017 13:07

სკოლა “ფესვებში” საცურაო აუზი ოფიციალურად გაიხსნა

ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვებში ოფიციალურად გაიხსნა საცურაო აუზი, რომელსაც აქვს მაღალხარისხიანად მოწყობილი გასახდელები, საშხაპეები, ფილტრაციის და ვინტილაციის სისტემები. უსაფრთხოების და კონტროლის თანამედროვე სისტემა.

სკოლის საცურაო აუზს ეყოლება პროფესიონალი მწვრთნელები და ინსტრუქტორები გამაჯანსაღებელი ვარჯიშებისათვის, ცურვის შესწავლისათვის, აქუა-აერობიკისათვის.

“სკოლის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია მოსწავლე-ახალგაზრდებში დამკვიდრდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაშიც ახალი საცურაო აუზი უდიდეს წვლილს შეიტანს. ხვალიდან უამრავი გახარებული პატარა დაიწყებს ცურვის გაკვეთილებს. წარმატებებს ვუსურვებთ მათ”, – აღნიშნა სკოლის ადმინისტრაციამ.

Aris.ge - განათლება განათლება