9 იანვარი, 2017 11:38
სკოლა ,,გერგეტმა” 2016 წელი საქველმოქმედო აქციით დაასრულა
სკოლა ,,გერგეტი” 2016 წელი კეთილი საქმით დაამთავრა. 28 დეკემბერს სკოლის ახალგაზრდა პედაგოგები და მოსწავლეები ესტუმრნენ ბავშვთა სახლს ,,დღის ცენტრი – მომავლის რწმენა”. მოაწყვეს მინი კონცერტი და კოსტუმირებული სანახაობა. იქ მცხოვრები ბავშვებისათვის ჩაიტანეს საჩუქრები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის მოაგროვეს, ასევე ჩაიტანეს ტკბილეულობა, ბედნიერი განწყობა, ბევრი ღიმილი და სითბო. სკოლამ ერთი ლამაზი, დაუვიწყარი დღე აჩუქა ცენტრის აღსაზრდელებს.
სკოლა მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს, მშობელს და პედაგოგს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო ღონისძიებაში. სიკეთე გადამდებია და მომავალში სკოლაში უფრო დიდი მასშტაბით საქველმოქმედო სახის აქციები იგეგმება.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი