სკოლა “კრწანისი მარჯი” საზაფხულო სკოლაში გიწვევთ
სკოლა „კრწანისი მარჯის“ საზაფხულო სკოლა აცხადებს მიღებას მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით. სწავლება მიმდინარეობს დილის 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. სწავლების ღირებულება 400 ლარი. ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება.
საზაფხულო სკოლის მიზანია არდადეგების პერიოდში ბავშვებს შეუქმნას სწავლების, დასვენების, გართობის ყველა საჭირო პირობა და უსაფრთხო გარემო. ჩამოუყალიბოს მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, ზეპირმეტყველების, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარები.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმას, რომ მოსწავლეებს საშუალება მიეცეთ აიმაღლონ ინტელექტი, შეისწავლონ მათთვის საინტერესო ხელოვნებისა და სხვადასხვა მეცნიერებების ზოგადი საკითხები. ჩატარდება ასევე სპორტის გაკვეთილები და მუსიკალური ღონისძიებები.
ჯგუფებს ეყოლება ხელმძღვანელები, პედაგოგები.
სასწავლო პროგრამები – სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ დისციპლინებს როგორიცაა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
შერჩეულია ზემოაღნიშნული პროგრამების სწავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, სწავლების ეფექტური მეთოდები.
საკლასო ოთახები აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, შექმნილია პოზიტიური სასწავლო გარემო. ზემოაღნიშნული სასწავლო პროცესი (გააჩნია საგანს) შეიძლება განხორციელდეს სკოლის შესანიშნავად მოწყობილ ეზოში.
საზაფხულო სკოლაში დაიწყო რეგისტრაცია!
www.krtsanisimarji.ge
ტელ: 2724342, 577930080
-
„პირველ კლასში ჩარიცხვა მისამართის მიხედვით“ – რეგისტრაციის პროცესს ახალი ეტაპი ემატება by სკოლების ამბები
-
41-ე სკოლის დირექტორი: „ვისურვებდი, ჩემი თაობის ადამიანებმაც მიიღონ მონაწილეობა იმაში, რომ ახალგაზრდებს სწორი გზა დავანახოთ“ by სკოლების ამბები
-
ცნობილია, რამდენ გოგოს და ბიჭს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი 2023-2024 წელს და რომელი კლასი „ლიდერობს“ by სკოლების ამბები