13 აპრილი, 2020 14:37
სკოლა „ლამპარი“ ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეულის ონლაინ ჩატარებას გეგმავს
სკოლა „ლამპარში“ მიუხედავად უჩვეულო რეჟიმისა, კიდევ ერთხელ, თბილი და ლამაზი სიტყვებით გაიხსენეს (ონლაინ) ცხრა აპრილი. უფრო მეტიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრა ტრადიციას არ ღალატობს და გეგმავს ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეულის ონლაინ ჩატარებას.
1-ლი კლასი (14.04.2020)
- კალიგრაფიის კონკურსი-
- ლექსები დედა ენაზე-ონლაინ წარმოდგენა;
- თაბახზე დახატონ და გააფორმონ საყვარელი ასო ქართული ანბანიდან.
მე-2 კლასი (15.04.2020)
- კალიგრაფიის კონკურსი
- ლექსები დედა ენაზე,რომელთაც ონლაინ წარმოადგენენ;
- ასოციაცია-ქართული ანბანიდან თითოეულმა წინასწარ მისთვის შერჩეული ასო შეადაროს რომელიმე საგანს და წარმოადგინოს ნახატის სახით…
IIl – lV კლასი (14.04.2020)
- კალიგრაფიის კონკურსი ” ჩვენი ენა ქართული” .
- ქართული ასოების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების პრეზენტაცია.
- მხატვრული კითხვა:
- იოსებ ნონეშვილი “დედაენა”, ოთარ შალამბერიძე “უკვდავების წმინდა წყარო”, მუხრან მაჭავარიანი “ქართული მარტო ენაა? “
V კლასი (14.04.2020)
- მხატვრული კითხვა: ლადო ასათიანის ლექსი -,,ქართული ენა”
- თხზულება – ჩემი ტკბილი დედაენა
VI კლასი (16.04.2020)
- როლური თამაში ,,სიტყვის პაპა”
VII კლასი (14.04.2020)
- პრეზენტაცია 9 აპრილის თემაზე
- კვლევა ,,თუ დაივიწყე სიტყვა ქართული, მაშ საქართველო არ გყვარებია!”
VIII კლასი (14.04.2020)
- მხატვრული კითხვა: ,,ო, ენავ, ჩემო…”
IX კლასი (15.04.2020)
- პროექტი – რატომ მაინცდამაინც სიტყვა ,,ია”
X კლასი (14.04.2020)
- პრეზენტაცია – რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს.