10 ივნისი, 2020 11:09
სკოლა-ლიცეუმი „ლამპარის“ დირექცია პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის
2019-2020 სასწავლო წელი მიიწურა. მიუხედავად არსებული პანდემიისა და სასწავლო პროცესის უჩვეულოდ მიმდინარეობისა, სკოლა-ლიცეუმ “ლამპარის” პედაგოგებმა თავდაუზოგავად იღვაწეს და ონლაინ გაკვეთილების მეშვეობით, სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით, ღირსეულად მიიყვანეს იგი ბოლომდე. ისინი განათლების სრულყოფილების მიზნით აქტიურად სარგებლობდნენ TV სკოლის გაკვეთილებით, რისთვისაც სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ .
“ლამპარის” დირექცია მადლობას უცხადებს აღნიშნულ პედაგოგებს. ჯანმრთელობასა და წარმატებულ სასკოლო ცხოვრებას უსურვებს თავის აღსაზრდელებთან ერთად.