GE
21 ნოემბერი, 2018 15:06

სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას” მოსწავლეებს ფიზიკის დეპარტამენტში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” VIII, X და XI კლასის მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ ფიზიკის დეპარტამენტში. გაკვეთილი დატვირთული იყო ვირტუალური და რეალური ექსპერიმენტებით, რობოტების გამოყენებით და სახელმძღვანელოების გაცოცხლებით.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები ვერ მალავდნენ გაოცებას, აღფრთოვანებას და გამოხატავდნენ დადებით ემოციებს.

გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ ფიზიკის და ბიოლოგიია მასწავლებლები, ბელა თოდუა და რუსუდან ფარეხელაშვილი.

პროფესორმა დავით სონღულაშვილმა ნამდვილად მოახერხა მოსწავლეების გაოცება თანამედროვე ტექნოლოგიებით და მიღწევებით.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა