GE
21 იანვარი, 2025 13:25

„ხშირად გეუბნებათ, რომ ეს მისი პრობლემა არ არის?!“ – როდის უნდა შეცვალოთ რეპეტიტორი

„ჩემი რეპეტიტორი კარგად არ მასწავლის, მაგრამ ვმეგობრობთ და მეუხერხულება შეცვლა”, – მსგავი არგუმენტებით გამყარებულ მოსაზრებებს აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი სოციალურ ჯგუფებში აჟღერებს.

ერთი შეხედვით მარტივი გამოწვევაა, თუმცა სულაც არა. ამ საკითხზე ახალგაზრდები ერთმანეთს დახმარებასაც კი სთხოვენ.

საკითხზე, ახალგაზრდა მასწავლებელი და უფროსკლასელების კარგი მეგობარი, თამარ სახეჩიძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება და ასეთ სიტუაციაში მყოფ აბიტურიენტებს დახმარების ხელსა უწვდის.

„აბიტურიენტობა ყველაზე რთული და პასუხისმგებლობებით სავსე ეტაპია მოსწავლის ცხოვრებაში. რაც არ უნდა ბეჯითი და ნიჭიერი მოსწავლე იყოთ, დამოუკიდებლად ართმევდეთ თავს დავალებებს, თვალი არ უნდა დახუჭოთ რეპეტიტორის სიზარმაცესა თუ ნაკლებ პროფესიონალიზმზე. მეგობრობა გააგრძელეთ მასთან, მაგრამ აუცილებლად შეიცვალეთ. არავის მისცეთ უფლება, საგამოცდო შედეგი გაგიფუჭოთ!”, – მიმართავს აბიტურიენტებს თამარი.

როდის უნდა შეცვალოთ რეპეტიტორი, სპეციალისტის დამხმარე ინსტრუქცია:

არ არის მოტივატორი  – მუდმივად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რა არ გამოგივიდათ და არ გამოგივათ. არ აზროვნებს პოზიტიურად.

არ არის ყურადღებიანი – მისთვის სულერთია დააგვინეთ თუ არა გაკვეთილზე, არ რეაგირებს თქვენს სასწავლო შედეგებზე, არც ცუდზე და არც კარგზე. ხშირად გეუბნებათ, რომ ეს მისი პრობლემა არ არის?!.

არ გიქმნით კარგს განწყობას –  პირადად მე, სწორედ ასეთი მასწავლებლები მყავდა და ძალიან გამიმართლა მათში, რადგან იმ რთულ პერიოდში ჩემთვის რეპეტიტორი იყო, როგორც ფსიქოლოგი, ასევე მეგობარი, ოჯახის წევრი და ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი.

მთავარი გაფრთხილება: არ არის საკუთარი საქმის პროფესიონალი! – თუ ფაქტებით განგიმტკიცდათ ჰიპოთეზა, რომ რეპეტიტორი არ არის კვალიფიციური, არ ფლობს უმაღლეს დონეზე საგანს და ხშირად, თქვენი დავალებების გასწორების პროცესში შეცდომებს უშვებს, ერთი წამით არ გაჩერდეთ გაკვეთილზე!

იმ უფროსკლასელებს, რომლებმაც ამ ქეისში საკუთარი თავი ამოიცნეს და ფიქრობენ, რომ აქვთ იდენტური პრობლემა, ახალგაზრდა მასწავლებელი აფრთხილებს, რომ რეპეტიტორი შეიცვალონ სწორედ ამ ეტაპზე, გამოცდების მოახლოებამდე.

ასევე იხილეთ:

2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში