GE
5 თებერვალი, 2020 17:52

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა

მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს მხატვრული ლიტერატურა, ისაუბრეს მასწავლებლებთან ერთად ლიტერატურის მნიშვნელობის შესახებ. ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა.

მ. ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა წაიკითხეს მწერლის შემოქმედებიდან მოთხრობები, მწერლის ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდები.

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში” ქართული ენისა და ლიტერატურის და დაწყებითი კლასების კათედრამ ერთობლივად განახორციელეს პროექტი: მერვე კლასის მოსწავლეებმა მესამე კლასელებს წაუკითხეს ზღაპრები.

სკოლის დირექტორი, ნაზი ნადირაძე უშუალოდ ჩაერთო აქტივობებში. მან პირველკლასელებს თავად წაუკითხა მხატვრული ნაწარმოებები.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა