GE
8 მაისი, 2020 16:37

სკოლა-ლიცეუმ „ლამპარის“ IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინ რეჟიმში გაიმართა პრეზენტაცია „Covid-19: დღევანდელობა და მომავალი“

სკოლა-ლიცეუმ „ლამპარში“ სამოქალაქო განათლების პედაგოგის, გიორგი ლაბაძის ხელმძღვანელობით ონლაინ რეჟიმში გაიმართა პრეზენტაცია – ,,Covid-19: დღევანდელობა და მომავალი“. შეხვედრის დროს განხილული იქნა ახალი კორონავირუსის შედეგად გაჩენილი გამოწვევები, დახასიათებული იქნა პრობლემატიკა და სისტემურად შეჯამდა ის სირთულეები, რომელთა წინაშეც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა დადგა.

პრეზენტაციის მეორე ნახევარი სრულად დაეთმო საქართველოს გარშემო არსებულ სირთულეებს და ხაზი გაესვა მათი თავიდან არიდების ქართულ მეთოდსა და თავისებურებებს. მკაფიოდ აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმატებულად ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელთა ფარგლებშიც, თავიდან იქნა არიდებული ვირუსის უკონტროლო გავრცელება და სამედიცინო სექტორის გადატვირთვა, რის შედეგადაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი მაჩვენებლები გვაქვს შენარჩუნებული. გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო შესაძლო მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და მოყვანილი იქნა არაერთი მაგალითი უმუშევრობისა თუ სხვა რთული სოციალური გამოწვევის შესახებ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეები. შეხვედრა დასრულდა მოწოდებით, “დარჩი სახლში!”.

Aris.ge - განათლება განათლება