GE
24 მაისი, 2018 11:51

სკოლა-ლიცეუმ “ლამპარის” მე-12 კლასმა 2018 წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დაასრულა

სკოლა-ლიცეუმ “ლამპარის” კიდევ ერთმა მე-12 კლასმა წარმატებით დაასრულა 2018 წლის საატესტატო გამოცდები. სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მათ სკოლის დამთავრებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.

“გილოცავთ! თქვენს წინ დამოუკიდებელი ცხოვრების კარი იღება… გახსოვდეს: შენ ახლა იწყებ ყველაფერს და არასდროს დაიხიო უკან…. შენ ახლა დგები რთული არჩევანის წინაშე და სწორად განსაზღვრე შენი შესაძლებლობები… იცოდე შეუძლებელი არაფერია… არ შეგეშინდეს, თუნდაც წარუმატებლობის… დაეცემი?! ადექი – საშიში არაფერია და გზა განაგრძე…. ბარიერი დაგხვდება?! – საშიში არაფერია – გაისარჯე და გადააბიჯე… წარმატება გეწვევა?! საშიში არაფერია – ნუ გათამამდები – ღირსეულად ,,გადაიტანე”… გახსოვდეს, ძალიან მაგრად მიყვარხარ… ჩუმად ჩემთვის გელოდები.. მინდა მაშინ მოხვიდე, როდესაც სიხარულის გაზიარება მოგინდება ვინმე ძალიან ახლობელი ადამიანისთვის… გილოცავ სკოლის დამთავრებას…”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება