GE
23 აპრილი, 2019 13:15

სკოლა-ლიცეუმ “ლამპარში” დედამიწის დღე აღნიშნეს

“სკოლა-ლიცეუმ ლამპარში” დედამიწის დაბადების დღე აღნიშნეს.

“დაბადების დღეს გილოცავ დედაო მიწავ!” – პლაკატი V კლასელებმა შეასრულეს. III- IV კლასელებთან ერთად ნახეს ფილმი “გამარჯობა დედამიწავ”. VIII კლ-ებმა წარმოადგინეს პროექტები: “ჰაერი და მისი დაბინძურების პრობლემები”(მ. დუმბაძე); “წყალი ჩვენს ირგვლივ”(ლ. მათიკაშვილი); “ნიადაგი და მისი პრობლემები XXI საუკუნეში”(მ. ჩიხლაძე). X კლასელმა მ.მაღალთაძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე “კოსმოსი” პატარებმა დახატეს და გააფერადეს დედამიწა საკუთარი ინტერპრეტაციით.

მოსწავლეებმა მზადყოფნა გამოთქვეს დადგნენ გარემოს დაცვის სადარაჯოზე.

Aris.ge - განათლება განათლება